Sinopharm-ს და Sinovac-ს ვადა ჯერჯერობით აქვს, თუმცა Sinovac-ს ათვისება ნაკლებია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინების არჩევანის უფლება არ შეიზღუდება.
Sinopharm-ს და Sinovac-ს სხვა ვაქცინებთან შედარებით ხანგრძლივი ვადა აქვთ - ორწლიანი. ჯერჯერობით მათი ვადა არის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არჩევანის საშუალება მივეცით მოსახლეობას და უპირატესობა მიანიჭეს Pfizer-ს, შემდეგ იყო Sinopharm-ი.
იყო გარკვეული ჯგუფი, ვინც უპირატესობა Sinovac-ს მიანიჭა. არჩევანის უფლებას არ შევზღუდავთ, Sinovac-ის შემთხვევაში ათვისება ნაკლებია, მაგრამ ამ პროცესს გავყვებით“, - განაცხადა გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.