რიკოთის უღელტეხილზე, რკინის საამქროში კონსტრუქცია ჩამოიშალა

აღმოსავლთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე, რიკოთის უღელტეხილზე, სადაც ახალი მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინის საამქროში კონსტრუქცია ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები და სასწრაფო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.