აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა, რობერტ რედფილდმა ქვეყანაში „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN აქვეყნებს.
რობერტ რედფილდის განცხადებით, პირველი ვაქცინაციის დაწყება 14 დეკემბრიდან იგეგმება და ეს არის შემდეგი ნაბიჯი ამერიკელების დასაცავად, პანდემიის გავლენის შესამცირებლად და ქვეყნის ცხოვრების ნორმალური მდგომარეობის აღდგენისთვის. ვაქცინაციის პროცესში 16 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანები ჩაერთვებიან.
CCN ასევე იტყობინება, რომ ვაქცინების პირველი პარტია „ფაიზერის“ ქარხანაში სატვირთო მანქანებზე დატვირთეს და ქვეყნის მასშტაბით განაწილება დაიწყეს.
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა 11 დეკემბერს გასცა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტმა კი მეორე დღეს.