ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი ორსული ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ვარკეთილში, ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.