კლუბების წარმომადგენლებმა დაწესებული შეზღუდვები მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს

კლუბების წარმომადგენლებმა დაწესებული შეზღუდვები მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს. საკლუბო ინდუსტრიის წარმომადგენლები საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებს მიმართავენ თხოვნით, რომ მიეცეთ კლუბებში

„მწვანე პასპორტი“ მიიღეს, მაგრამ ჩვენ გადაგვაგდეს, რასაც შეიძლება ეწოდოს მიზანმიმართული ბრძოლა. წინა კვირიდან ამ კვირაში გადადებული ღონისძიებები ჩატარდება, რადგან მიღებული გარანტიის შესაბამისად ფინანსური ვალდებულებები ავიღეთ საკუთრ თავზე, რითაც ღონისძიებები დავიწყეთ. აბსოლუტურად ყველა ღონისძიება ჩატარდება, რომელიც ამ ეტაპზე დაანონსდა. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ან რომელიმე ადგილი დაილუქება ან მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, მთელი საკლუბო სცენა იქნება ერთიანი და მივმართავთ პროტესტის მწვავე ფორმას. სავარაუდოდ, ეს იქნება დიდი აქცია. თუ დალუქვისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის მუქარით წავლენ სხვა გზა არ დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ ამ ინდუსტრიის მოყვარული და ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები გავაერთიანოთ და მწვავე პროტესტის ფორმას მივმართოთ. არ დავემორჩილებით, უკვე არ ვემორჩილებით“, - განაცხადა საკლუბო სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვახტანგ ქავთარაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ 22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კლუბების განხსნასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.