საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციაში მონაწილეებს მიმართა. პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესში ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრულ მხარდაჭერას ითხოვს.
„შიგნით, ისევე როგორც გარეთ პასუხი ამ დაძაბულობაზე და გამოწვევებზე რეალობას აცდენილია: ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან და ეს ვერც ჩვენ და ვერც მსოფლიოს ამ ვითარებიდან ვერ გამოგვიყვანს. პანდემიამ გვაჩვენა, რომ სოლიდარობის გარეშე მას ვერ დავამარცხებთ. ესკალაცია ყოველდღიურად გვიჩვენებს, რომ რეალური დიალოგის გარეშე დეესკალაცია და მდგრადი სტაბილურობა ვერ მიიღწევა და შიგნით დაპირისპირებას და პოლარიზაციას ჩიხში შეჰყავს ქვეყანა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამავე თემაზე