გერმანიაში ახალი ლოკდაუნი 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე იმოქმედებს

გერმანია კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებს და დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას ცდილობს, განაცხადა კანცლერმა ანგელა მერკელმა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიაში მაღაზიები და სკოლები დაიხურება. „ვისურვებდი უფრო მსუბუქ ზომებს, მაგრამ საშობაო „შოპინგის“ გამო, სოციალური კონტაქტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - განუცხადა მერკელმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ზომების დაუყოვნებლივ მიღება საჭიროა.

გერმანიაში ექვსი კვირის განმავლობაში ნაწილობრივი ლოკდაუნი მოქმედებდა. ბარები და რესტორნები დაკეტილი იყო, ხოლო მაღაზიები და სკოლები - კვლავ ღია. ზოგიერთ რეგიონში უკვე დაწესებულია უფრო მკაცრი ზომები ინფექციების გავრცელების ზრდის პარალელურად.

თავყრილობებზე შეზღუდვა ისევ დარჩევა და ის 5 ადამიანზე მეტის შეკრებაზე იმოქმედებს. საშობაო არდადეგებისთვის წესი გამარტივდება, რათა ოჯახებმა ერთად იზეიმონ.

ახალი ლოკდაუნი 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე იმოქმედებს.