გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ავღანეთისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებს

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო აშშ-ის მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც ავღანეთისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებს. ავღანეთი ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა მას შემდეგ, რაც მასზე კონტროლი „თალიბანმა“ დაამყარა. France24 წერს, რომ რეზოლუცია პირველი ნაბიჯია ეკონომიკურ კოლაფსზე საპასუხოდ.

მილიარდობით დოლარის დახმარება და აქტივები დასავლეთმა გაყინა, რასაც გაერო „უპრეცედენტო ფისკალურ შოკს“ უწოდებს დახმარებაზე დამოკიდებული ავღანეთის ეკონომიკისთვის.

უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ნებადართულია სახსრების, სხვა ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების გამოყენება და საქონლისა და მომსახურების მიწოდება, რომლებიც აუცილებელია ასეთი დახმარების დროული მიწოდების ან ასეთი საქმიანობის მხარდასაჭერად.

„ასეთი დახმარება „არ არის „თალიბანთან“ დაკავშირებული სუბიექტების მიმართ დაწესებული სანქციების დარღვევა, რომელთა რეჟიმი ჯერ კიდევ არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, - ვკითხულობთ რეზოლუციაში.