საქართველოში COVID19-ის ინფიცირების 2164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 68 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 437 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 020 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 417 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.98%, ბოლო 14 დღის - 6.43% ხოლო 7 დღის - 5.94%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 767 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 873 178.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 289 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 074 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 291, ქვემო ქართლი - 89, შიდა ქართლი - 142, გურია - 79, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი -111, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 148 საიდანაც: 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 221, აჭარაში - 521, იმერეთში - 1 064. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 336 პირი, მათ შორის, თბილისში - 558, აჭარაში - 130, იმერეთში - 390. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 ადამიანი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 34, იმერეთში - 35. 1 009 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 639 - თბილისში, 243- აჭარაში. 25 812 სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 298 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 993 ადამიანი.