ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის „ომიკრონის" 15 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, "ომიკრონის" შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს.
"ქვეყანაში "ომიკრონის" შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს. როგორც იცით, საქართველოში 24 შემთხვევა დადასტურდა, ამჟამად კვლევაშია 15-მდე ნიმუში, რომელიც "ომიკრონზეა" საეჭვო. ამ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გამკაცრება. ეს არის რეგულაციები, რომელიც მოქმედებს, განსაკუთრებით პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება ",- აღნიშნავს გაბუნია.
ცნობისთვის, საქართველოში „ომიკრონის“ 2 შემთხვევა გამოვლინდა.
ახალი შტამით დაინფიცირებული ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან.