კელი დეგნანი: რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებს ნიკოლოზ სამხარაძესა და ირაკლი ბერაიას შეხვდა.

ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონული დაძაბულობის ფონზე.

„მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ დელეგაციის მიერ ცოტა ხნის წინ განხორციელებულ ვიზიტზე ვაშინგტონში. დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა კონგრესის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს საქართველოს და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

ასევე, შეხვედრაზე განვიხილეთ მრავალი სხვა საკითხი. როგორც წესი, აშშ და საქართველო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ რეგიონული დაძაბულობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.