აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საერთო ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრეზიდენტის ძალისხმევა უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კრიტიკულ დროს.
ელჩის თქმით, ამ პროცესში ჩართულნი არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე - სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და მათ აქვთ საკუთარი ხმა ამ პროცესში.
„პრეზიდენტის ძალისხმევა უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კრიტიკულ დროს, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რაც არსებობს. ყველა მხრივ მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ.
განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის. ვიცით, რომ ამ პროცესში ჩართულნი არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე - სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და მათ აქვთ საკუთარი ხმა ამ პროცესში, რაც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებას და გამთლიანებას. ყველამ კარგად ვიცით, ეს პროცესი სწრაფად, ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება, ამისთვის პრეზიდენტიც კარგად არის მომზადებული, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს ეს პროცესი და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს მასში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
პრეზიდენტის თავისი ინიციატივის, ეროვნული თანხმობის ფარგლებში რიგი პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს უკვე შეხვდა.