თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე, სადაც მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შესახებ მსჯელობენ, კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” რევაზ სოხაძემ სხდომაზე დამსწრე ერთ-ერთ მოქალაქეს უზრდელი უწოდა.
სოხაძის მიმართვა მოქალაქის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც რევაზ სოხაძეს დაწყნარებისკენ მოუწოდა.
ამასთან, სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთნენ კომისიის სხვა წევრები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.