,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ შესაბამისი ნებართვა ორშაბათისთვის არსებობს, რასაც სიამოვნებით ელოდება.
,,მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ორშაბათისთვის არსებობს ნებართვა, სიამოვნებით ელოდება მეოთხე პრეზიდენტთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი არსებობს და ამის შესახებ საუბრობს”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.
ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა 22 დეკემბერს დააკმაყოფილა, შესაბამისად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს შესაძლებლობა მიეცემა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.