ნიუ-იორკის საკათედრო ტაძართან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. შეიარაღებული პირი უმისამართოდ ისროდა. ბოლოს სამართალდამცველებს გაუხსნა ცეცხლი და ორმხრივი სროლა დაიწყო.
ინფორმაციას AP News-ი ავრცელებს. სროლა საკათედრო ტაძრის კიბეზე ტაძრის გუნდის მიერ საშობაო საგალობლების შესრულების დროს მოხდა.
თვითმხილველების თქმით, შეირაღებული პირი პოლიციას მოუწოდებდა, რომ ის „მოეკლათ“.თავდამსხმელი პოლიციამ დაჭრა და ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. სროლის შედეგად სამართალდამცველები არ დაშავებულან.