საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 1976 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 654 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 375 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.59%, ბოლო 14 დღის - 6.26% ხოლო 7 დღის - 5.64%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 076 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 876 254.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 367 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა, აჭარა - 145, იმერეთი - 246, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 117, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 117, კახეთი -119, მცხეთა-მთიანეთი -57, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 970 საიდანაც: 5 195 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 152, აჭარაში - 526, იმერეთში - 1 005. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში - 559, აჭარაში - 130, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 ადამიანი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 36, იმერეთში - 36. 980 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 618 - თბილისში, 240- აჭარაში. 24 795 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 23 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 647 ადამიანი.