თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 22 წლის ქალი გარდაიცვალა

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 22 წლის ქალი გარდაიცვალა. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, შემთხვევა დიდუბეში მოხდა.

„გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო 22 წლის ქალი გარდაიცვალა.

იყავით ძალიან ყურადღებით, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს“, - მიმართავს კომპანია მოსახლეობას.