მაღალია შანსია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხელმისაწვდომი უკვე იანვრიდან გახდეს - "გარდიანის" ინფორმაციით, პროფესორმა სარა გილბერტმა განაცხადა, რომელიც ვაქცინაზე მომუშავე მცირე გუნდს ხელმძღვანელობდა.
კითხვაზე, რამდენი ადამიანის აცრაა საჭირო ცხოვრების ნორმალიზაციისთვის, პროფესორი აცხადებს, რომ იგეგმება წინა ხაზის ჯანდაცვის მუშაკებისა და 20 მილიონი ადამიანის იმუნიზაცია ასაკის გათვალისწინებით.
წლის ბოლომდე ვაქცინის მიღების შესაძლებლობის შესახებ საუბრისას სარა გილბერტმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ასაკობრივ ჯგუფზე და ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტის პრიორიტეტებზე.