პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გადადგა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კუჭავას აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

„კახა კუჭავამ მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ამის მიზეზს ის თავად განმარტავს. მე პოლიტიკური გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. მისი ეს გადაწყვეტილება, მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ჩვენ პატივს ვცემთ. შესაბამისად, პოლიტიკურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება ცნობად მიიღო. კახა ბუნებრივია ჩვენი პარტიის ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერად რჩება და ის იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტზე, რომელსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.