კახა კუჭავა: შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის, გუნდთან ერთად, ამ საკითხზე მქონდა საუბარი - შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წამოიწყეს პროექტი, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს და ამის შესახებ მეტი დეტალი შემდეგ გახდება ცნობილი.

„როგორც გაიგეთ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის, გუნდთან ერთად, ამ საკითხზე მქონდა საუბარი. შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც ირაკლიმ ახსენა, თუმცა, დეტალებზე აქ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ თქვენ გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ პროექტის მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. ეს რა თქმა უნდა, დამატებით ახსნის ყველა იმ მიზეზს, რომელიც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა კუჭავამ.