კლუბ "ბასიანის" განცხადებით, დღევანდელი საკლუბო ღამე ჩატარდება ზუსტად ისე როგორც იყო დაგეგმილი, ყველა არსებული კოვიდრეგულაციის დაცვით.
თუმცა, აუცილებლად გვინდა წინასწარ შეგატყობინოთ და გაგაფრთხილოთ, რომ არ არის გამორიცხული სახელმწიფოს მხრიდან მორიგი მტრული ნაბიჯი და არსებობს ესკალაციის რისკი.
საკლუბო ღამეზე დასასწრებად აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ:
- ონლაინ ბილეთის უნიკალური კოდი;- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (მხოლოდ ფიზიკური დოკუმენტი, არ მიიღება ასლი ან ტელეფონში არსებული ფოტო);- ვაქცინაციის ან კოვიდის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის უნიკალური კოდი გენერირებულია ვებგვერდზე: EU Digital COVID Certificate", - იტყობინება "ბასიანი".
კლუბის განცხადებას წინ უძღოდა ადგილზე შრომის ინსპექციის მისვლა. მათ კლუბის ხელმძღვანელობას "გონივრული ვადა" მისცეს ტერიტორიის დასაცლელად და აპარატურის გასატანად. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ინსპექციას კლუბის დალუქვის საშუალება ადგილზე შეკრებილებმა არ მისცეს და არც გამოწერილი საჯარიმო ოქმი ჩაიბარა კლუბის ხელმძღვანელობამ.