Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 640 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 748 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.30%, ბოლო 14 დღის - 6.12% ხოლო 7 დღის - 5.41%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 768 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 878 022.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 443 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 155, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 115, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი -131, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 216 საიდანაც:
5 157 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 138, აჭარაში - 528, იმერეთში - 995.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 276 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 560, აჭარაში - 127, იმერეთში - 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პაციენტი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 36, იმერეთში - 37.
977 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 611 - თბილისში, 240- აჭარაში.
25 082 ადამიანი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 410 ადამიანი.