თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს

"საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება მსოფლიოში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს მიიღებს", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, პანდემიის კლინიკური მართვის გუნდის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა.

"თუ ვაქცინების მიღებისას საქართველო გრძელ რიგში იდგა და ბოლოს მივიღეთ ვაქცინები, ახლა ვართ ქვეყნების პირველ ათეულში, ვინც ამ პრეპარატს მიიღებს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მედიკამენტებზე მოლაპარაკებები დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათი არსებობის შესახებ ძალიან ვიწრო წრემ იცოდა. მოხდა ისე, რომ ჩვენ სხვადასხვა არხით გავიგეთ, რომ ამ მედიკამენტზე მუშაობა საწყის ეტაპებზე იყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.