ინგლისში კოვიდინფიცირებულებს შეუძლიათ, შეწყვიტონ თვითიზოლაცია აქამდე დადგენილ ვადამდე სამი დღით ადრე, თუ მათ ორჯერ უარყოფითი ტესტის შედეგები ექნებათ. ამის შესახებ BBC წერს.
ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, ადამიანებმა არ უნდა დაასრულონ იზოლაცია ადრეულ ეტაპზე, თუ მათ ჯერ კიდევ აქვთ სიმპტომები.
კარანტინის დასრულება 10 დღის ნაცვლად შვიდი დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ცვლილება ჯანდაცვის ექსპერტების უახლეს მითითებებს ეფუძნება.
ცვლილება ხდება Covid19ის ახალი ვარიანტით გამოწვეული შემთხვევების ზრდის ფონზე, რამაც შექმნა პერსონალის დეფიციტი ბიზნესისთვის, ჯანდაცვის და სარკინიგზო სერვისებისთვის.