კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 69 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით,

ჩატარდა 32 741 ტესტი, მათ შორის 18 421 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 320 PCR ტესტით.

გამოვლინდა ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 841 პაციენტი, 69 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 924 368-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 881 863-მდე. სულ გარდაიცვალა 13 512 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.07%, ბოლო 14 დღის - 5.93%, ხოლო 7 დღის - 5.21%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 836, აჭარა - 147, იმერეთი - 228, ქვემო ქართლი - 79, შიდა ქართლი - 56, გურია - 42, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი -94, მცხეთა-მთიანეთი -42, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7.

აქტიური შემთხვევა - 28 967, საიდანაც: 5 121 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 119, აჭარაში - 535, იმერეთში - 999.

მძიმე პაციენტი - 1 245, მათ შორის, თბილისში - 558, აჭარაში - 125, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 301, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 35, იმერეთში - 34.

920 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 592 - თბილისში, 211- აჭარაში.

22 926 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 25 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 410 ადამიანი.