NASA-მ ტელესკოპი „ჯეიმს უები“ კოსმოსში გაუშვა

საფრანგეთის გვიანის კურუს პოლიგონიდან, ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ, NASA-მ, ტელესკოპი „ჯეიმს უები“ კოსმოსში გაუშვა.

რაკეტა Ariane 5 ტელესკოპს ორბიტის გარკვეულ წერტილზე გაიყვანს, რის შემდეგაც ტელესკოპი უკვე დამოუკიდებლად, 4 კვირის განმავლობაში დანიშნულების ადგილისკენ იმოგზაურებს.

იქედან „ჯეიმს უები“ სამყაროზე დაკვირვებას ინფრაწითელ დიაპაზონში დაიწყებს. ეკზოპლანეტებს და მზის სისტემაში არსებულ ობიექტებს შეისწავლის. პირველ რიგში მისი სარკეები იუპიტერისა და სატურნის თანამგზავრებისკენ - ევროპასა და ენცილადისკენ იქნება მიმართული.

ახალი ტელესკოპის ორბიტაზე გაყვანის იდეა NASA-ში ჯერ კიდევ 1997 წელს გაჩნდა. მისიას სახელი NASA-ს მეორე დირექტორის, ჯეიმს უების პატივსაცემად დაარქვეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჯეიმს უების ორბიტაზე მყოფი ტელესკოპის კოსმოსში გაშვება სამუდამოდ დარჩება კოსმოსური კვლევის ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ მოვლენად. მან ფაქტს ისტორიული უწოდა.

ჯეიმს უები შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის (NASA), ESA-ს და კანადის კოსმოსური სააგენტოს (CSA) ერთობლივი პროექტია.

ამერიკული ინტერნეტპორტალ SpaceNews-ის ცნობით, NASA-მ პროექტში 8,8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.