ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელია, „ომიკრონის“ შტამის გამო, კოვიდშემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდოს.
მისი თქმით, ახლა დაახლოებით 50-მდე ავადმყოფია საქართველოში, იკვლევენ მათ კონტაქტებს, ცდილობენ იზოლირებას.
„საქართველოშიც სამწუხაროდ გავრცელდება და გვექნება ახალი გამოწვევა. მეტნაკლებად იყო სტაბილურობა ახლა. 2, 3 ათასზე მეტი შემთხვევა ახალი არ იყო, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დაბალია ვაქცინაციით მოცვა, დაბალია პირბადეების გამოყენება, მაინც მოხერხდა სტაბილიზაცია. დღესაც 2000[-ზე ცოტა შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში მოხდება ისევ მნიშვნელოვანი მატება, ისევ ავალთ 4000-ზე, 5000-ზე, შეიძლება 10000-ზეც“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამავე თემაზე:
ივანე ჩხაიძე: „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობამ შესაძლოა, ყოველდღიურად 12-15 ათასს მიაღწიოს