კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი შაბათ-კვირას უკავშირდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორ მან აღნიშნა, მიუხედავად შაბათ-კვირისა, დადებითი დინამიკა მაინც აღინიშნება.
„დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდთან შედარებით, უჩვეულოდ დაბალი 1337 შემთხვევა იყო. გარკვეულწილად ეს შაბათ-კვირას ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას უკავშირდება, თუმცა დადებითობის მაჩვენელი მაინც სტაბილური რჩება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სტაბილიზაციის სურათი აჭარის რეგიონისთვის. აჭარის რეგიონში ეპიდემიის მატება დაიწყო ადრე და ახლა კი შემთხვევების გარკვეული კლებაც აღინიშნება. უნდა დავაკვირდეთ ჩვენ ამ ტენდენციას კიდევ ერთი კვირის გნამავლობაში, სანამ საბოლოო მყარი დასკვნა გვექნება იმის შესახებ თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემიია როგორც რეგიონებში, ასევე ქვეყანაში", - განაცხადა გაბუნიამ.