თამარ გაბუნია: ძალიან მაღალია პანდემიური რისკები. კლუბების გახსნა დამატებითი რისკია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს

„დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით „ომიკრონთან“ მიმართებით, ამ პირობებში კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

გაბუნიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ მოსალოდნელი სწრაფი გავრცელების ფონზე, კლუბური გართობისაგან თავის შეკავება მნიშვნელოვანია.

„დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით „ომიკრონთან“ მიმართებაში, სწრაფი გავრცელება და ამ პირობებში კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ ამგვარი გართობისაგან, რათა ის სასიცოცხლო რისკები რაც ახალი შტამის სწრაფ გაგრძელებას უკავშირდება, გადავაზღვიოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.