დარჩება თუ არა თანამდებობაზე ამირან გამყრელიძე

დარჩება თუ არა თანამდებობაზე ამირან გამყრელიძე, NCDC-ის ხელმძღვანელმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს საკითხი ახალი მინისტრის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, თავად კი პოსტზე რჩება.

„მე პოსტზე, რა თქმა უნდა, ვრჩები იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი მინისტრი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, მომავალი ჯანდაცვის მინისტრის ვინაობა არის თუ არა მისთვის ცნობილი, გამყრელიძემ უპასუხა,, რომ აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს.

ამასთან, აცხადებს, რომ ზურაბ აზარაშვილს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად სახელდება, არ იცნობს. „მე ვიცი ის, რაც მედიის საშუალებით ვრცელდება. ჯანდაცვის მინისტრს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს, პირადად არ ვიცნობ, თუ ის დაინიშნება მინისტრად, რა თქმა უნდა, გვექნება შეხვედრები“, - განაცხადა ეკატერინე გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრობიდან 9 დეკემბერს გადადგა, თუმცა მოვალეობას თვის ბოლომდე ასრულებს.