თელავის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ერეკლე მეორის მოედანზე დგას, ავარიულად გაითიშა, ადგილზე კი სახანძრო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნაძვის ხეზე დაკვამლიანება შენიშნეს და მალევე მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. თვითმხილველი ამბობს, რომ დამწვარია ნაძვის ხის ზედა ნაწილი.
ნაძვის ხის დაწვა დაადასტურეს თელავის მერიაში. რამ გამოიწვია ხანძარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.