ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი 27 დეკემბერს გაიმართება

22 წლის ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისა და აკო ჭელიძის წინასასამართლო პროცესი 27 დეკემბერს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

შეგახსენებთ, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავეს.

ნიკო კვარაცხელია, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი იყო.