Covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული „თავდაუზოგავი შრომისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის“ ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდკლინიკებს, მათ წარმომადგენლებსა და ექიმებს მადლობის სიგელი გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 3 წლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაიმართა.
„მე მინდა გადავუხადო მადლობა ყველა ექიმს, ყველა ექთანს და სამინისტროს ერთიან გუნდს, რომელიც იბრძოდა და დღესაც იბრძვის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ გამოსვლის ბოლოს.