სამხრეთ კორეის მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის დედაქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 დეკემბრიდან სკოლები დაიხურება. ინფორმაციას CNA ავრცელებს.
ქვეყანა ვირუსთან ბრძოლის მესამე ფაზის დაანონსებისთვის ემზადება. სამხრეთ კორეის პრემიერის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, ის მზადაა, ვირუსთან გასამკლავებლად ახალი, მესამე ფაზა გამოაცხადოს.
„ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, გადავწყვეტთ, რამდენად საჭიროა დამატებითი ზომების მიღება“, - განაცხადა პრემიერმა ჩონ სე გიუნმა. ორშაბათს, კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტომ (KDCA) კორონავირუსის 718 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რაც დღიური რეკორდია.
სამხრეთ კორეაში სულ 443 444 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ლეტალური შედეგით 587 დასრულდა.