ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.
რა პოზიციები ეკავა ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნამდე ზურაბ აზარაშვილს, Europetime-მა ჯანდაცვის ახალი მინისტრის შესახებ ინფორმაცია შეკრიბა:
დაბადების თარიღი: 06.01.1979 წ
განათლება: 09/1995 – 07/1999 ESM ბიზნეს სკოლა ბაკალავრი – ბიზნეს ადმინისტრირება;
09/2007 – 07/2009 ESM ბიზნეს სკოლა მაგისტრი – ბიზნეს ადმინისტრირება.
სამუშაო გამოცდილება:02/2021 - 12/2021 - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
03/2020 – 02/2021 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორი.
04/2020 – 02/2021 სს თბილავიამშენი – გენერალური დირექტორი.
08/2014 – 03/2020 სს ტერაბანკი კომერციული დირექტორი.
04/2013 – 08/2014 სს კორ სტანდარტ ბანკი ოპერაციების დირექტორი.
06/2008 – 06/2012 სს კორ სტანდარტ ბანკი საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსი.
01/2005 – 06/2008 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი.
08/2003 – 01/2005 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურეობის უფროსი სპეციალისტი
02/2002 – 08/2003 სს ქართუ ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტი.
10/2000 – 11/2001 სს თიბისი ბანკის საკრედიტო მენეჯერი
06/2000 – 10/2000 სს თიბისი ბანკი ბუღალტერი.
01/2000 – 06/2000 სს თიბისი ბანკი საკრედიტო სესხების ექსპერტი.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში აზარაშვილმა სულ 284,000 ლარი, თანხის უმეტესი ნაწილი - 174,870 ლარი ბანკში მუშაობისას გამოიმუშავა.
თავდაცვის სამინისტროში „დელტას“ დირექტორად, შემდეგ კი სს „თბილავიამშენის” დირექტორად მუშაობისას 109,204 ლარის ანაზღაურება მიიღო.