„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ნიკა მელია პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა „ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე“.
„პროცესი, თავისთავად, მნიშვნელოვანი, საინტერესოა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა სიმართლე, რა თქმა უნდა, გულუბრყვილო მოლოდინები და ილუზიები არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ „სამოქალაქო თანხმობას“ როგორც პროცესს შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, უმცირეს შანსს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში“, - აღნიშნა მელიამ.
სამოქალაქო თანხმობა მისი ხედვით გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. მელიას შეფასებით, ეს არისპოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება და ასევე ის, რომ არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს.
„ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია, სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ. სხვა შემთხვევაში გაჭირდება, გართულდება. ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი აღწერა შექმნილი ვითარებისა, მან ამის შესაძებ საჯაროდაც ისაუბრა ჩემდა გასაკვირად. აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობ, მას გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე", - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის ინიციატივის ფარგლებში რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და აქტორებს ხვდება. ამ პროცესის ნაწილი იყო დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს შორის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მოითხოვა მესამე პრეზიდენტთან აუდიენცია.