კვირას, 26 დეკემბერს მხოლოდ 2 502 ადამიანი აიცრა. 27 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 466 815 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 276 364ადამიანი - მოსახლეობის 44.4%.
სრულად ვაქცინირებულია 1 124 908 ადამიანი - მოსახლეობის 39.2%.
ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 64 364-ს.
ყველაზე მეტი აცრა თბილისში ჩატარდა - 1919. შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში კი არავინ აცრილა.

