მომდევნო წლის დასაწყისში აშშ კლიმატის სამიტს გამართავს მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში და შეეცდება, პარიზის შეთანხმებას კვლავ შეუერთდეს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის თქმით, ის „ყველაფერს გააკეთებს, რათა მუშაობა დაიწყოს მსოფლიო ლიდერებთან კლიმატის ცვლილების თემაზე, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია შეაფასებს თითოეული ქალაქისა და შტატის წვლილსა და ნაბიჯს, რომელიც მათ პრობლემის მოსაგვარებლად გადადგეს.
ჯო ბაიდენი გეგმავს ახალგაზრდებეთან მუშაობას, რადგან ისენი „ითხოვდნენ ცვლილებებს მთავრობის მხრიდან“ და სისტემატურად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას შეთანხმებიდან გამოსვლისთვის.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, ძალაში ნოემბერში შევიდა. პარიზის შეთანხმება, რომელიც 195 ქვეყანას მოიცავს, 2015 წლის 12 დეკემბერს, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიიღეს.
დონალდ ტრამპმა თანამდებობიდს დაკავების შემდეგ მალევე განაცხადა, რომ აშშ გლობალურ შეთანხმებას დატოვებდა.