თბილისის საქალაქო სასამართლო იუსტიციის სამინისტროს სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იუსტიციის სამინისტროს სარჩელს განიხილავს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ეხება.

სარჩელის განხილვა სასამართლოში 12:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. კერძოდ, ორივე უწყებას ჯარიმა საერთო ჯამში, 2 500 ლარის ოდენობით.

იუსტიციის სამინისტრომ კი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.