საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 772 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 677 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 095 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.26%, ბოლო 14 დღის - 5.74% ხოლო 7 დღის - 5.02%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 966 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 888 022.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 646 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 063 შემთხვევა, აჭარა - 213, იმერეთი - 439, ქვემო ქართლი - 110, შიდა ქართლი - 171, გურია - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 227, კახეთი -148, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 336 საიდანაც: 4 951 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 096, აჭარაში - 497, იმერეთში - 956. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 275 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 581, აჭარაში - 121, იმერეთში - 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 297 პაციენტი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 35, იმერეთში - 27. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 558 - თბილისში, 191- აჭარაში. 20 528 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 27 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 852 ადამიანი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2966 ადამიანი.