საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

იანვრიდან გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა 60 წელს გადაცილებულებისთვის, ასაკობრივი ზღვარი კი 50 წლამდე დაიწევს. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ეს აქცია იანვრის განმავლობაში იმოქმედებს.

„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვარში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 60 წელს გადაცილებულებითვის 200 ლარიან წახალისებას. აქვე, კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს და აქამდე თუ 60 წელს გადაცილებულები იღებდნენ წახალისებას, იანვრიდან, აცრის შემთხვევაში 50 წელს გადაცილებულები მიიღებენ წახალისებას“,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა კლუბებთან, რათა მიაღწიონ გარკვეულ კონსესუსს და შედგეს შეთანხმება.

მისი თქმით, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

„ცხადია, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს, იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეულ კონსესუსამდე მივაღწიოთ. სამუშაოები აქამდეც იყო, თუმცა იცით ვირუსის განვითარების დინამიკა და ხალი გარემოებები. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მათთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსესუსს და შედგეს შეთანხმება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.