ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 13 377 ადამიანი აიცრა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, 28 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 481 500 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 280 377 ადამიანი, მოსახლეობის 44.6%.
სრულად ვაქცინირებულია 1 132 581 ადამიანი, მოსახლეობის 39.4%. ამასთან, „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს 67 315 ადამიანს.