საქართველოში „ომიკრონის“ სულ 63 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 რეინფიცირებულია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ინფექციის უმრავლესეობა შემოტანილია და ეპიდეკვლევა მიმდინარეობს,
„უმრავლესობა აცრილია, მძიმე არცერთი არ არის, 6-ს გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი. 18 წლამდეა ასაკისაა 5 ინფიცირებული. სტაციონარშია 3 ადამიანი, რადგან მათ% აქვთ თანხმლები დაავადებები და გამოკვლევები უტარდებათ“, - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება.
წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.