ამირან გამყრელიძე: ერთ-ერთი თეორიაა, რომ „ომიკრონი“ შეიძლება, კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს

NCDC-ის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ერთ-ერთი თეორიაა, „ომიკრონი“ შეიძლება გახდეს, კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი, თუმცა მოდის ცუნამივით და შეიძლება, დიდი ზეწოლა იყოს ჯანდაცვის სექტორზე.

„სამხრეთ აფრიკის მრუდს თუ შეხედავთ, ის უკვე ქვემოთ ჩამოდის. შეიმჩნევა უკვე კლება, სწრაფად წავიდა მაღლა და დაიწყო კლებისკენ ტენდენცია. ერთ-ერთი თეორიაა, რომ „ომიკრონი“ შეიძლება გახდეს, კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი. ვაქცინირებულებს ბევრად მარტივად გადააქვთ. არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობაა.

სწრაფად გავრცელება ნიშნავს, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი და კიდევ „ბუსტერული“ იმუნიტეტი უფრო სწრაფად ჩამოყალიბდეს. ამიტომ, ერთ-ერთი თეორია გახლავთ ეს, რომ შეიძლება, „ომიკრონი“ გახდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ მარტივად ნუ შეხვედავთ. ის მოდის ცუნამივით და შეიძლება, დიდი ზეწოლა იყოს ჯანდაცვის სექტორზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, „ბუსტერ“ დოზით 67 000 ადამიანი აცრილი.