მინისტრის მთავარი სიძლიერე არის პოლიტიკური ხედვა და მენეჯმენტის გამოცდილება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რითაც ზურაბ აზარაშვილის დანიშვნა შეაფასა.
როგორც ცნობილია, ჯანდაცვის ახალი მინისტრი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდა.
„მინისტრი ეტაპობრივად ჩაერთვება სამინისტროს აქტივობებში. მომდევნო ორი დღის განმავლობაში გვაქვს კონსულტაციები და 30 დეკემბრიდან, როგორც არის გადაწყვეტილება მიღებული, მინისტრი შეუდგება საქმიანობას.
ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში 4 დიდ მიმართულებას მართავს, რომელშიც შედის ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება, დასაქმება, დევნილთა განსახლება; ამ შემთხვევაში ძალიან რთულია, მოვითხოვოთ რომელიმე მიმართულებით ღრმა ტექნიკური ექსპერტიზა რომელიმე მინისტრიდან, ამდენად მინისტრის მთავარი სიძლიერე ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური ხედვა, მენეჯმენტის გამოცდილება, უნარ-ჩვევები და ის, რომ ასეთ დიდ უწყებას მან სათანადო ხელმძღვანელობა გაუწიოს. ვფიქრობ, მსგავსი უნარ-ჩვევები და გამოცდილება მინისტრს ნამდვილად აქვს და მოლოდინი მხოლოდ პოზიტიურია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რა თანამდებობები ეკავა ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრობამდე