თამარ გაბუნია: „ომიკრონთან“ დაკავშირებით, რიგ ქვეყნებში რეკომენდაციები იცვლება. მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ და რაღაც ქაოტურ გადაწყვეტილებებში არ შევიდეთ

„ომიკრონის“ მთავარი რისკი არის სწრაფი გავრცელება და ასეთ შემთვევაში მნიშვნელვანია საწოლფონდის მობილიზება. თამარ გაბუნიას თქმით, საველე ჰოსპიტლების გამოცდილებაც აქვს ქვეყანას და ესეც არ არის დიდი გამოწვევა ამ ეტაპზე, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აცრებზე გამახვილდეს ყურადღება.

„ომიკრონთან“ დაკავშირებით რეკომენდაციები იცვლება, ქვეყნები ცვლიან თავიანთ კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს არ ვიჩქაროთ და რაღაც ქაოტურ გადაწყვეტილებებში არ შევიდეთ, ეტაპობრივად მივყვეთ პროცესებს. დავიცვათ ზედმიწევნით ის წესები, რომლებიც მოქმედებს, მათ შორის „მწვანე პასპორტების“„ მოთხოვნები.