შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ცნობით, იზოლაციის პირობებში არანებადართული საქმიანობის გამო, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე 27 ობიექტი დაჯარიმდა, 20-მდე ობიექტს კი გაფრთხილება მისცეს.
როგორც ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერეს .
მისი თქმით, საზედამხედველო უწყებების მიერ ინსპექტირება 31 000-ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა.
„მას შემდეგ რაც ამოქმედდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილება და მკაცრი აღსრულება დაიწყო. ბუნებრივია პერიოდულად ხდება რემონიტორინგი, გუშინ განხორციელდა 2 719 ობიექტის რემონიტორიგნი, რამდენად შეწყვიტეს მათ საქმიანობა და დადასტურდა, რომ ნამდვილად ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასული“,- აღნიშნა ბექა ფერაძემ.