გორის სამხედრო პოსპიტლის ექიმის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გამოკვლვის შემდეგ სტაციონარიდან გაწერის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობისას მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყო.
„მიხეილ სააკაშვილი ჩვენს კლინიკაში 20 ნოემბერს მოთავსდა, ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტული კვლევები, გამოტანილია სათანადო დიაგნოზები. მიმდინარეობდა მკურნალობა, ამ დღეების განმავლობაში ის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყო. დაწყებული იყო რეფიდინგის პროცესიც, რომელიც 14 დეკემბერს დასრულდა. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც სტაბილური, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებული იყო გადაწყვეტილება პაციენტის ამბულატორიულ მკურნალობასთან და სტაციონარიდან გაწერის შესახებ. თუმცა მისი ინფორმირების შემდეგ პაციენტი დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც ის დატოვეს ჰოსპიტალში მისი მდგომარეობის დასტაბილურებამდე“, - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.