ლევან დოლიძემ თბილისის საკრებულო დატოვა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ლევან დოლიძემ თბილისის საკრებულო დატოვა.

ლევან დოლიძის ადგილმონაცვლე დედაქალაქის საკრებულოში დავით ფარცვანია იქნება.

„იმ პრობლემატიკის გათვალისწინებით, რაც საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, რომ საკრებულოში ჩემი ან ნებისმიერი დეპუტატის ჩართულობა იყოს ნაწილობრივ. შესაბამისად, ხდება არსებული პოლიტიკური რესურსის ოპტიმალური გამოყენება როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე.

მე გავაგრძელებ საქმიანობას ბატონი გიორგი გახარიას პოლიტიკური მრჩევლის პოზიციაზე და მონაწილეობას მივიღებ მისი პოლიტიკური გუნდის შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრაში.

ადგილმონაცვლეობა ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც განახორციელეს, როგორც საკრებულოში, ასევე პარლამენტში, სულ ეს არის”, - განაცხადა ლევან დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“

პარტია “საქართველოსთვის” წევრ ლევან დოლიძეს, საკრებულოს 27 დეკემბრის სხდომაზე უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტეს.