ბელარუსის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო განმტკიცოს თავისი ძალაუფლება და დარჩეს თანამდებობაზე 2035 წლამდე.
2025 წლიდან ქვეყნის პირველი პირის თანამდებობის დაკავება ახლად არჩეულ პრეზიდენტს კიდევ ერთი ხუთწლიანი ვადით ექნება, თუმცა ცვლილება არ გავრცელდება ალექსანდრე ლუკაშენკოზე, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებაში დარჩენა 2035 წლამდე შეეძლება.
ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან, 27 წელია მართავს.